Monday, June 6, 2011

რელიგიური ფუნდამენტალიზმი

რელიგიური პოზიცია, რომელიც მოცემული რელიგიის ბაზისური მცნებების უპირობო მხარდაჭერას მოითხოვს და მათ პირდაპირ რეალიზაციას ისახავს მიზნად. ფ., როგორც წესი, არატოლერანტობის გამოვლინებაა განსხვავებული რწმენის ან შეხედულებების მხარდამჭერი ადამიანებისადმი, ან საკუთარი რწმენის იმ მიმდევართა მიმართ, ვინც არ იზიარებს რადიკალურ პოზიციას რწმენის საკითხში. არსებობს ფუნდამენტალისტური მოძრაობების განსხვავებული სახეები. ასე მაგ., პროტესტანტული ფ. საბოლოო ჯამში ყოველთვის მიმართულია კათოლიციზმის წინააღმდეგ. ებრაულ ფ–ს ძირითად მოწინააღმდეგეებად ისევ ებრაელები ჰყავს, თუკი ეს უკანასკნელი იუდაიზმის სეკულარიზაციისაკენ იხრებიან. ისლამური ფ–ის ძირითადი ამოცანაა ისლამის დაცვა ნებისმიერი სახის მოდერნიზაციისაგან და ა. შ.
დღეს რელიგიურ ფუნდამენტალიზმში იგულისხმება სწორხაზოვანი რელიგიური იდეოლოგია ან თანამედროვე რელიგიური ცნობიერების ერთი ტიპი, უპირველეს ყოვლისა, დამახასიათებელი, .. აბრაამული რელიგიებისათვის (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი), თუმცა ამ ცნობიერებას პარალელები ინდუიზმში, სიქჰიზმში, ბუდიზმსა და კონფუციანელობაშიც მოეძებნება. სხვადასხვა რელიგიურ კონტექსტში ფუნდამენტალიზმის გამოვლენას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ შესაძლებელია ლაპარაკი გლობალურ რელიგიურ ფუნდამენტალიზმზეც, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე. მისი წარმოშობა 1970-იან წლებში აშშისა და ლათინური ამერიკის პროტესტანტულ ეკლესიებში ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის გაძლიერებას უკავშირდება, რაც ტიპოლოგიურად ისეთივე მოვლენა იყო, როგორიც კათოლიკურიოპუს დეი“, აიათოლა ხომეინისისლამური ფუნდამენტალიზმი“, ებრაულიგუშ ემუნიმდა სხვ.


რელიგიური ფუნდამენტალიზმი კულტურის დესაკრალიზაციის პროცესის წინააღმდეგია. იგი წმიდა წერილებში (თორაში, ბიბლიაში, ყურანში, აგრეთვე თალმუდში, წმიდა მამების ნაწერებში, პაპის ენციკლიკებში, შარიათის კანონებში) გადმოცემულ ღვთიურ გამოცხადებას აბსოლუტურ ავტორიტეტად მიიჩნევს და მოითხოვს წმიდა ტექსტების პირდაპირ, ზედმიწევნით, ერთმნიშვნელოვან გაგებას და გამორიცხავს ყოველგვარ ჰერმენევტიკულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ტექსტის მრავალმხრივი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. რელიგიური ფუნდამენტალიზმი ეწინააღმდეგება აზრის მრავალფეროვნებას, რასაც, მისი აზრით, აუცილებლად მივყავართ რელატივიზმთან - რამდენიმე ჭეშმარიტების თანაარსებობის დაშვებასთან ერთი რელიგიური ტრადიციის ფარგლებშიც კი.

ასეთი რელიგიური მიმართების შედეგი, როგორც წესი, ულტრამემარჯვენე ტენდენციების გამომხატველი პოლიტიკური პოზიციაა.რელიგიური ფუნდამენტალიზმის თვალსაზრისით, ისტორიის საზრისი ღმერთისა და ეშმაკის, სიკეთისა და ბოროტების ძალთა დაპირისპირებაში ძევს. ამგვარი ისტორიოსოფია გულისხმობს ისტორიული ევოლუციის იდეისა და განვითარების უარყოფას და ბადებს აპოკალიფსის მოლოდინის გაძლიერებულ განცდას. ფუნდამენტალიზმის მომხრეები ისტორიის განვითარების ბოლო ასწლეულს ბოროტი ძალების გამარჯვებად დასამყაროს დასასრულადგანიხილავენ, რაც გამოიხატება ურწმუნოებასა და საზოგადოების მორალურ დეგრადაციაში (დასავლურ საზოგადოებებში), სეკულარული სიონისტური იდეოლოგიის გამარჯვებაში (იუდეველთა შორის), დასავლეთის პოლიტიკურეკონომიკურ ექსპანსიაში (მაჰმადიანურ ქვეყნებში). ამის მიზეზს ისინი საზოგადოებაზე რელიგიის განმსაზღვრელი გავლენის შესუსტებასა და არარელიგიური ჰუმანიზმის გაძლიერებაში ხედავენ. ამგვარ სიტუაციაში რელიგიური ფუნდამენტალისტები თავს რჩეულ ხალხად მიიჩნევენ, რომელთა მიზანი ისტორიაში ღმერთის გამარჯვების უზრუნველყოფაა.რელიგიური ფუნდამენტალიზმის განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი წარსულის ტრადიციებისაკენ დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიის დომინირების ფორმათა აღდგენისაკენ მოწოდებისას, „ჩვეულებრივიკონსერვატიზმისაგან განსხვავებით, „სამყაროს ახალი წყობისშენების თანამედროვე პროექტად გვევლინება, რომელიც ჰუმანიზმისა და დემოკრატიის პრინციპების უარყოფასა და ტოტალიტარული რელიგიური იდეის დამკვიდრებაზეა ორიენტირებული, ოღონდ თანამედროვე ცივილიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. რაკიღა რელიგიური ფუნდამენტალიზმი იმ აქსიომას ეყრდნობა, რომ ადამიანი ბუნებით ცოდვილია და ამის გამო არ შეუძლია ადეკვატურად აღიქვას ღვთაებრივი მოწოდება და ზეგარდმოვლენილი კანონები, იგი გვთავაზობს მთელ მსოფლიოში აღვადგინოთ წესრიგი, რომელიც ღმერთის სახელით მოლაპარაკე თეოკრატიულ მმართველობას ეფუძნება და ართმევს საზოგადოებას ბოლო ასწლეულების განმავლობაში მოპოვებულ უფლებას ინდივიდუალურ და სოციალურ ავტონომიაზე.






თუ ამ იდეოლოგიის მოქმედების საშუალებებს და მიზნებს დავუკვირდებით მას შორეულ წარსულში მივყავართ,თუნდაც ჯვაროსნული ლაშქრობები,ან თუნდაც მუსულმანთა მიერ წარმართული ომები ფაქტიურად თავიანთი რელიგიების გასავრცელებლად თუ დასაცავად იყო წარმართული.და საერთოდაც ისტორია იმდენადაა გადაჯაჭვული რელიგიასთან რომ ალბათ სახელმწიფოს წარმოშობიდან დღემდე არსებულ ისტორიას რელიგიების ომი შეიძლება ეწოდოს.უბრალოდ მაშინ ეს ტერმინი არ გამოიყენებოდა.რაც შეეხება მეოცე საუკუნეს,ამ დროსაც საკმაოდ წინ წამოიჭრა ეს თემა,ამ იდეოლოგიის არსიდან გამომდინარე მას მსოფლიო წესრიგის მტრადაც კი იხსენიებდნენ (ძირითადად ისლამურ რელიგიურ ფუნდამენტალიზმს).ალბათ რელიგიური ფუნდამენტალიზმი ყველაზე უფრო რადიკალური და აგრესიული იდეოლოგიაა ფაშიზმთან ერთად,და საქმე იმაშია რომ ნებისმიერი ქმედება ღმერთის სახელით ხდება და ვინაიდან ღვთის განგება “შეუცნობელია” 
არ ჭირს ამ ქმედებათა გამართლება.თუმცა ამ იდეოლოგიის ასე ერთი ხელის მოსმით უარყოფითი დამოკიდებულებაც არ იქნება მართებული.წარმოვიდგინოთ ერთი მაგალითი საბჭოთა კავშირი და აშშ, ორი სუპერ სახელმწიფო,ერთი სოციალისტური სადაც ღმერთს ფაქტობრივად უარყოფენ,და მეორე კაპიტალისტური სადაც ღმერთს არ ებრძვიან მაგრამ არც დიდად წყალობენ, რადგან მოცემულ დროს მოგება არ მოაქვს.ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია მორწმუნე ადამიანს გაუჩნდება პროტესტი და თუ შინაგანი წინააღმდეგობის ძალაც გააჩნია, აგრესიაზეც არ დაიხევს უკან.ეს კარგად იცოდნენ მუსულმანმა ლიდერებმა და არ გაჭირვებიათ მათი ეშმაკად წოდება.რელიგიური ფუნდამენტალიზმის გამარჯვების ნათელი მაგალითია აიათოლა ხომეინი რომელიც 1979 წელს მოვიდა სათავეში სახალხო რევოლუციის გზით და ქვეყანა ირანის ისლამურ რესპუბლიკად გამოაცხადა,ამან ბიძგი მისცა სხვა ისლამურ დაჯგუფებათა გააქტიურებას და შედეგად მუსლიმანურმა საძმომ მოკლა ეგვიპტის პრეზიდენტი სადათი ასევე მთელ რიგ ისლამურ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა მთავრობებზე და გარკვეულ კანონთა შემოღება აიძულა.აღსანიშნავია თალიბთა მართველობა 1997 – 2001 წლებში რომელიც აშშ მ დაამხო და დღემდე მიმდინარეობს იქ შეიარაღებული დაპირისპირება.ფართო მაშტაბიან ომების გარდა მუსულმან მებრძოლთა მთავარი იარაღი ტერორისტული აქტებია.რაც საღვთო ომის სახელით კეთდება.ქრისტიან ფუნდამენტალისტთა კომფლიქტთა შორის აღსანიშნავია ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი სამოქალაქო ომი აქ რელიგიური  ფუნდამენტალიზმი  ნაციონალიზმში იყო აღრეული და ირლანდიის გაერთიანებას რომისა და კათოლიკეების გამარჯვებად აიგივებდა.ასევე ძლიერია ეს იდეოლოგია აშშ ში სადაც 60 მილიონამდე ადამიანი თავს მორწმუნედ თვლის.
აღსანიშნავია ასევე სიონიზმი რომელიც მოძრაობაა ებრაელთა სახელმწიფოს დასაარსებლად.
ბუდიზმი ყველაზე ნაკლებად არის ამ იდეოლოგიის გამომხატველი,მაგრამ მაინც არსებობენ ნაციონალისტური იდეებით აღჭურვილი ხალხი რომლებიც რელიგიური ფუნდამენტალიზმის მხარდამჭერები არიან,აღსანისნავია კომფლიქტები შრი ლანკაში რომელშიც ”თავისუფლების სახალხო ფრონტი” და ”ტამილელი ვეფხვები” მონაწილეობდნენ.



No comments:

Post a Comment