Sunday, June 5, 2011

ნებისმიერი სხვა რელიგიის აქტიურობისას იმავე წუთიდან თავს იჩენს რელიგიური ექსტრემიზმი, მაგალითად, შენობის აშენება იქნება თუ სხვა რაიმე ღონისძიების მოწყობა საზოგადოებრივ ადგილებში. სხვა რელიგიების უგულებელყოფის ფაქტები აშკარაა სატელევიზიო გადაცემებში, თოქ-შოუებში, სადაც ნებისმიერი მოვლენა განიხილება მხოლოდ მართლმადიდებლურ ჭრილში. რაც თავისთავად სხვა რელიგიის წარმომადგენლებს თრგუნავს. თვითონ ჩვენი ქვეყნის "დემოკრატიული" მმართველობა, - მეორეხარისხოვნად მიიჩნევს სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, რაც ხელს უწყობს საზოგადოების მხრიდან მათ გარიყვასა და არასრულფასოვან მოქალაქეებად აღიქმას. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც ის, რომ ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირები შობის დღესასწაულს მხოლოდ მართლმადიდებლებს ულოცავენ.

       ა) ბიბლია ამბობს, რომ უცოდინარობა არის სიბნელე. რელიგიური ფანატიზმის სიბნელემ და ამ სიბნელის ხალხში გავრცელებამ თვითონ უფალი იესო ჯვარს აცვა. 
იმისათვის, რომ საქართველოში სიბნელემ ვერ მოიცვას სინათლე, საჭიროა საზოგადოების მაღალ ფენებში დაიწყოს თითოეული რელიგიური მიმდინარეობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიტანა, რის საშუალებითაც მოხდება საზოგადოებაში უმეცრების აღმოფხვრა, რომელიც თავს მოახვიეს სხვადასხვა საშუალებით და გზებით.   

        ბ) მთავარი პრობლემაა, როცა მოძღვრება და ადამიანი ერთმანეთისგან გაყოფილი არ არის. შეიძლება მოძღვრება იყოს მიუღეებელი, მაგრამ არ უნდა იყოს უარყოფილი ადამიანი. ადამიანის სიყვარული ერთ-ერთი მთავარი მცნებაა ქრისტიანობაში. ადამიანის ხსნაც სიყვარულის გარეშე შეუძლებელია.
პირადად ჩემთვისაც მიუღებელია ბევრი რელიგიის სწავლება, მაგრამ არა ამ რელიგიის მიმდევარი ადამიანები.
   
         გ) ურთიერთობა და დიალოგიც ბევრ ბარიერს ანგრევს. დღეს არის შიში სხვა რელიგიების მიმართ. მაგალითს მოვიყვან ბიბლიიადან: ქალაქ იერიხონს თავდაცვის მიზნით გარშემო ფართო და მაღალი კედლები შემოარტყეს, მაგრამ ეს კედლები სიძლიერის კი არა, შიშის და უმწეობის ნიშანი იყო.
დიალოგისა და ღია საუბრისას არ უნდა გვეშინოდეს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი განსხვავებულ რწმენას აირჩევს. 

       დ) რაც ყველაზე უმთავრესია ადამიანებს არ უნდა უკრძალავდნენ ბიბლიის კითხვას იმ ნიშნით, რომ ისინი ვერ გაიგებენ როგორც საჭიროა; არადა ბიბლია იმდენად ადვილი გასაგებია, რომ ვერ დაიბნევი სხვისი დახმარების გარეშე.

No comments:

Post a Comment