Monday, June 6, 2011

რელიგიური ფუნდამენტალიზმი

რელიგიური პოზიცია, რომელიც მოცემული რელიგიის ბაზისური მცნებების უპირობო მხარდაჭერას მოითხოვს და მათ პირდაპირ რეალიზაციას ისახავს მიზნად. ფ., როგორც წესი, არატოლერანტობის გამოვლინებაა განსხვავებული რწმენის ან შეხედულებების მხარდამჭერი ადამიანებისადმი, ან საკუთარი რწმენის იმ მიმდევართა მიმართ, ვინც არ იზიარებს რადიკალურ პოზიციას რწმენის საკითხში. არსებობს ფუნდამენტალისტური მოძრაობების განსხვავებული სახეები. ასე მაგ., პროტესტანტული ფ. საბოლოო ჯამში ყოველთვის მიმართულია კათოლიციზმის წინააღმდეგ. ებრაულ ფ–ს ძირითად მოწინააღმდეგეებად ისევ ებრაელები ჰყავს, თუკი ეს უკანასკნელი იუდაიზმის სეკულარიზაციისაკენ იხრებიან. ისლამური ფ–ის ძირითადი ამოცანაა ისლამის დაცვა ნებისმიერი სახის მოდერნიზაციისაგან და ა. შ.
დღეს რელიგიურ ფუნდამენტალიზმში იგულისხმება სწორხაზოვანი რელიგიური იდეოლოგია ან თანამედროვე რელიგიური ცნობიერების ერთი ტიპი, უპირველეს ყოვლისა, დამახასიათებელი, .. აბრაამული რელიგიებისათვის (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი), თუმცა ამ ცნობიერებას პარალელები ინდუიზმში, სიქჰიზმში, ბუდიზმსა და კონფუციანელობაშიც მოეძებნება. სხვადასხვა რელიგიურ კონტექსტში ფუნდამენტალიზმის გამოვლენას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ შესაძლებელია ლაპარაკი გლობალურ რელიგიურ ფუნდამენტალიზმზეც, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე. მისი წარმოშობა 1970-იან წლებში აშშისა და ლათინური ამერიკის პროტესტანტულ ეკლესიებში ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის გაძლიერებას უკავშირდება, რაც ტიპოლოგიურად ისეთივე მოვლენა იყო, როგორიც კათოლიკურიოპუს დეი“, აიათოლა ხომეინისისლამური ფუნდამენტალიზმი“, ებრაულიგუშ ემუნიმდა სხვ.


რელიგიური ფუნდამენტალიზმი კულტურის დესაკრალიზაციის პროცესის წინააღმდეგია. იგი წმიდა წერილებში (თორაში, ბიბლიაში, ყურანში, აგრეთვე თალმუდში, წმიდა მამების ნაწერებში, პაპის ენციკლიკებში, შარიათის კანონებში) გადმოცემულ ღვთიურ გამოცხადებას აბსოლუტურ ავტორიტეტად მიიჩნევს და მოითხოვს წმიდა ტექსტების პირდაპირ, ზედმიწევნით, ერთმნიშვნელოვან გაგებას და გამორიცხავს ყოველგვარ ჰერმენევტიკულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ტექსტის მრავალმხრივი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. რელიგიური ფუნდამენტალიზმი ეწინააღმდეგება აზრის მრავალფეროვნებას, რასაც, მისი აზრით, აუცილებლად მივყავართ რელატივიზმთან - რამდენიმე ჭეშმარიტების თანაარსებობის დაშვებასთან ერთი რელიგიური ტრადიციის ფარგლებშიც კი.

ასეთი რელიგიური მიმართების შედეგი, როგორც წესი, ულტრამემარჯვენე ტენდენციების გამომხატველი პოლიტიკური პოზიციაა.რელიგიური ფუნდამენტალიზმის თვალსაზრისით, ისტორიის საზრისი ღმერთისა და ეშმაკის, სიკეთისა და ბოროტების ძალთა დაპირისპირებაში ძევს. ამგვარი ისტორიოსოფია გულისხმობს ისტორიული ევოლუციის იდეისა და განვითარების უარყოფას და ბადებს აპოკალიფსის მოლოდინის გაძლიერებულ განცდას. ფუნდამენტალიზმის მომხრეები ისტორიის განვითარების ბოლო ასწლეულს ბოროტი ძალების გამარჯვებად დასამყაროს დასასრულადგანიხილავენ, რაც გამოიხატება ურწმუნოებასა და საზოგადოების მორალურ დეგრადაციაში (დასავლურ საზოგადოებებში), სეკულარული სიონისტური იდეოლოგიის გამარჯვებაში (იუდეველთა შორის), დასავლეთის პოლიტიკურეკონომიკურ ექსპანსიაში (მაჰმადიანურ ქვეყნებში). ამის მიზეზს ისინი საზოგადოებაზე რელიგიის განმსაზღვრელი გავლენის შესუსტებასა და არარელიგიური ჰუმანიზმის გაძლიერებაში ხედავენ. ამგვარ სიტუაციაში რელიგიური ფუნდამენტალისტები თავს რჩეულ ხალხად მიიჩნევენ, რომელთა მიზანი ისტორიაში ღმერთის გამარჯვების უზრუნველყოფაა.რელიგიური ფუნდამენტალიზმის განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი წარსულის ტრადიციებისაკენ დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიის დომინირების ფორმათა აღდგენისაკენ მოწოდებისას, „ჩვეულებრივიკონსერვატიზმისაგან განსხვავებით, „სამყაროს ახალი წყობისშენების თანამედროვე პროექტად გვევლინება, რომელიც ჰუმანიზმისა და დემოკრატიის პრინციპების უარყოფასა და ტოტალიტარული რელიგიური იდეის დამკვიდრებაზეა ორიენტირებული, ოღონდ თანამედროვე ცივილიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. რაკიღა რელიგიური ფუნდამენტალიზმი იმ აქსიომას ეყრდნობა, რომ ადამიანი ბუნებით ცოდვილია და ამის გამო არ შეუძლია ადეკვატურად აღიქვას ღვთაებრივი მოწოდება და ზეგარდმოვლენილი კანონები, იგი გვთავაზობს მთელ მსოფლიოში აღვადგინოთ წესრიგი, რომელიც ღმერთის სახელით მოლაპარაკე თეოკრატიულ მმართველობას ეფუძნება და ართმევს საზოგადოებას ბოლო ასწლეულების განმავლობაში მოპოვებულ უფლებას ინდივიდუალურ და სოციალურ ავტონომიაზე.






თუ ამ იდეოლოგიის მოქმედების საშუალებებს და მიზნებს დავუკვირდებით მას შორეულ წარსულში მივყავართ,თუნდაც ჯვაროსნული ლაშქრობები,ან თუნდაც მუსულმანთა მიერ წარმართული ომები ფაქტიურად თავიანთი რელიგიების გასავრცელებლად თუ დასაცავად იყო წარმართული.და საერთოდაც ისტორია იმდენადაა გადაჯაჭვული რელიგიასთან რომ ალბათ სახელმწიფოს წარმოშობიდან დღემდე არსებულ ისტორიას რელიგიების ომი შეიძლება ეწოდოს.უბრალოდ მაშინ ეს ტერმინი არ გამოიყენებოდა.რაც შეეხება მეოცე საუკუნეს,ამ დროსაც საკმაოდ წინ წამოიჭრა ეს თემა,ამ იდეოლოგიის არსიდან გამომდინარე მას მსოფლიო წესრიგის მტრადაც კი იხსენიებდნენ (ძირითადად ისლამურ რელიგიურ ფუნდამენტალიზმს).ალბათ რელიგიური ფუნდამენტალიზმი ყველაზე უფრო რადიკალური და აგრესიული იდეოლოგიაა ფაშიზმთან ერთად,და საქმე იმაშია რომ ნებისმიერი ქმედება ღმერთის სახელით ხდება და ვინაიდან ღვთის განგება “შეუცნობელია” 
არ ჭირს ამ ქმედებათა გამართლება.თუმცა ამ იდეოლოგიის ასე ერთი ხელის მოსმით უარყოფითი დამოკიდებულებაც არ იქნება მართებული.წარმოვიდგინოთ ერთი მაგალითი საბჭოთა კავშირი და აშშ, ორი სუპერ სახელმწიფო,ერთი სოციალისტური სადაც ღმერთს ფაქტობრივად უარყოფენ,და მეორე კაპიტალისტური სადაც ღმერთს არ ებრძვიან მაგრამ არც დიდად წყალობენ, რადგან მოცემულ დროს მოგება არ მოაქვს.ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია მორწმუნე ადამიანს გაუჩნდება პროტესტი და თუ შინაგანი წინააღმდეგობის ძალაც გააჩნია, აგრესიაზეც არ დაიხევს უკან.ეს კარგად იცოდნენ მუსულმანმა ლიდერებმა და არ გაჭირვებიათ მათი ეშმაკად წოდება.რელიგიური ფუნდამენტალიზმის გამარჯვების ნათელი მაგალითია აიათოლა ხომეინი რომელიც 1979 წელს მოვიდა სათავეში სახალხო რევოლუციის გზით და ქვეყანა ირანის ისლამურ რესპუბლიკად გამოაცხადა,ამან ბიძგი მისცა სხვა ისლამურ დაჯგუფებათა გააქტიურებას და შედეგად მუსლიმანურმა საძმომ მოკლა ეგვიპტის პრეზიდენტი სადათი ასევე მთელ რიგ ისლამურ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა მთავრობებზე და გარკვეულ კანონთა შემოღება აიძულა.აღსანიშნავია თალიბთა მართველობა 1997 – 2001 წლებში რომელიც აშშ მ დაამხო და დღემდე მიმდინარეობს იქ შეიარაღებული დაპირისპირება.ფართო მაშტაბიან ომების გარდა მუსულმან მებრძოლთა მთავარი იარაღი ტერორისტული აქტებია.რაც საღვთო ომის სახელით კეთდება.ქრისტიან ფუნდამენტალისტთა კომფლიქტთა შორის აღსანიშნავია ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი სამოქალაქო ომი აქ რელიგიური  ფუნდამენტალიზმი  ნაციონალიზმში იყო აღრეული და ირლანდიის გაერთიანებას რომისა და კათოლიკეების გამარჯვებად აიგივებდა.ასევე ძლიერია ეს იდეოლოგია აშშ ში სადაც 60 მილიონამდე ადამიანი თავს მორწმუნედ თვლის.
აღსანიშნავია ასევე სიონიზმი რომელიც მოძრაობაა ებრაელთა სახელმწიფოს დასაარსებლად.
ბუდიზმი ყველაზე ნაკლებად არის ამ იდეოლოგიის გამომხატველი,მაგრამ მაინც არსებობენ ნაციონალისტური იდეებით აღჭურვილი ხალხი რომლებიც რელიგიური ფუნდამენტალიზმის მხარდამჭერები არიან,აღსანისნავია კომფლიქტები შრი ლანკაში რომელშიც ”თავისუფლების სახალხო ფრონტი” და ”ტამილელი ვეფხვები” მონაწილეობდნენ.



Sunday, June 5, 2011

ნებისმიერი სხვა რელიგიის აქტიურობისას იმავე წუთიდან თავს იჩენს რელიგიური ექსტრემიზმი, მაგალითად, შენობის აშენება იქნება თუ სხვა რაიმე ღონისძიების მოწყობა საზოგადოებრივ ადგილებში. სხვა რელიგიების უგულებელყოფის ფაქტები აშკარაა სატელევიზიო გადაცემებში, თოქ-შოუებში, სადაც ნებისმიერი მოვლენა განიხილება მხოლოდ მართლმადიდებლურ ჭრილში. რაც თავისთავად სხვა რელიგიის წარმომადგენლებს თრგუნავს. თვითონ ჩვენი ქვეყნის "დემოკრატიული" მმართველობა, - მეორეხარისხოვნად მიიჩნევს სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, რაც ხელს უწყობს საზოგადოების მხრიდან მათ გარიყვასა და არასრულფასოვან მოქალაქეებად აღიქმას. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც ის, რომ ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირები შობის დღესასწაულს მხოლოდ მართლმადიდებლებს ულოცავენ.

       ა) ბიბლია ამბობს, რომ უცოდინარობა არის სიბნელე. რელიგიური ფანატიზმის სიბნელემ და ამ სიბნელის ხალხში გავრცელებამ თვითონ უფალი იესო ჯვარს აცვა. 
იმისათვის, რომ საქართველოში სიბნელემ ვერ მოიცვას სინათლე, საჭიროა საზოგადოების მაღალ ფენებში დაიწყოს თითოეული რელიგიური მიმდინარეობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიტანა, რის საშუალებითაც მოხდება საზოგადოებაში უმეცრების აღმოფხვრა, რომელიც თავს მოახვიეს სხვადასხვა საშუალებით და გზებით.   

        ბ) მთავარი პრობლემაა, როცა მოძღვრება და ადამიანი ერთმანეთისგან გაყოფილი არ არის. შეიძლება მოძღვრება იყოს მიუღეებელი, მაგრამ არ უნდა იყოს უარყოფილი ადამიანი. ადამიანის სიყვარული ერთ-ერთი მთავარი მცნებაა ქრისტიანობაში. ადამიანის ხსნაც სიყვარულის გარეშე შეუძლებელია.
პირადად ჩემთვისაც მიუღებელია ბევრი რელიგიის სწავლება, მაგრამ არა ამ რელიგიის მიმდევარი ადამიანები.
   
         გ) ურთიერთობა და დიალოგიც ბევრ ბარიერს ანგრევს. დღეს არის შიში სხვა რელიგიების მიმართ. მაგალითს მოვიყვან ბიბლიიადან: ქალაქ იერიხონს თავდაცვის მიზნით გარშემო ფართო და მაღალი კედლები შემოარტყეს, მაგრამ ეს კედლები სიძლიერის კი არა, შიშის და უმწეობის ნიშანი იყო.
დიალოგისა და ღია საუბრისას არ უნდა გვეშინოდეს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი განსხვავებულ რწმენას აირჩევს. 

       დ) რაც ყველაზე უმთავრესია ადამიანებს არ უნდა უკრძალავდნენ ბიბლიის კითხვას იმ ნიშნით, რომ ისინი ვერ გაიგებენ როგორც საჭიროა; არადა ბიბლია იმდენად ადვილი გასაგებია, რომ ვერ დაიბნევი სხვისი დახმარების გარეშე.

დევნა რელიგიური ნიშნით და თავდასხმის ფაქტები რელიგიურ ნაგებობებზე

           იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ ქუჩაში და საცხოვრებელ ადგილებშიც აკითხავენ მოქალაქეებს. ეს უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამგვარი სამისიონერო პრაქტიკის გამო, ხშირ შემთხვევაში, მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს რეაქციული ხასიათი აქვს. გასული სამი წლის განმავლობაში რელიგიური ძალადობის უმეტესი შემთხვევა სწორედ რეაქციას წარმოადგენდა, მაგრამ საანგარიშო პერიოდში მოიმატა შემთხვევებმა, როდესაც მათ წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა აქტიური ხასიათი შეიძინა. სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულია 12 ასეთი შემთხვევა.

იეჰოვას მოწმეების მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, წალენჯიხაში იეჰოვას მოწმეების მშენებარე ნაგებობის წინ ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმართა ორი ჯვარი და მოაწყო საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. ამ დროს სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. მშენებარე ობიექტის მიმართულებით ისროდნენ ქვებს (მამუკა ადონიას და სხვ. საქმე. წალენჯიხა 21. 01. 09).

 ანალოგიურ შემთხვევას ბორჯომშიც ჰქონდა ადგილი (ბორჯომი 02.02. 09). საგარეჯოში იეჰოვას მოწმეების ,,სამეფო დარბაზსდაუშინეს ქვები და მინის ბოთლები, დაზიანდა შენობა, ხოლო იეჰოვას მოწმე . იაკოშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დღის  განმავლობაში თავდასხმა ორჯერ განმეორდა. ამავდროულად, . იაკოშვილს დაემუქრნენ, რომ გადაწვავდნენ ამ შენობას (.იაკოშვილის საქმე. .საგარეჯო. 29.01.09). თბილისში, გურამიშვილის გამზირის 12-ში, იეჰოვას მოწმეები ფლობენ საოფისე ფართს. აღნიშნულ მისამართზე ტარდება იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრები.
ოფისში დროებით ამ ორგანიზაციის უცხოელი წარმომადგენლებიც ცხოვრობენ. შენობის მიმართულებით სისტემატურად ისვრიან ქვებს, რამდენჯერმე ჩაიმსხვრა მინები და დაზიანდა ნივთები. ოფისში შეკრებილებს, მათ შორის უცხოელებსაც, გამუდმებით აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2009 წლის 19 თებერვალს უცხოელ სტუმრებს და მათთან მისულ მეგობრებს ქვები ესროლეს (.ხიზანიშვილის და სხვ. საქმე. თბილისი. გურამიშვილის გამზირი 12 19.02.09). 

2009 წლის 26 თებერვალს, დიდ დიღომში არსებულ სამეფო დარბაზს, იეჰოვას მოწმეთა კრების მსვლელობისას უცხო პირებმა (მოზარდებმა) დაუშინეს ქვები, დააზიანეს შენობა, ჩაამსხვრიეს იეჰოვას მოწმე .ჩიქობავას კუთვნილი ავტომანქანის მინები. გარდა ამისა, ჭიშკარსა და ღობეზე გაჩნდა იეჰოვას მოწმეების შეურაცხმყოფელი წარწერები. (.ობოლაძისა და .ჩიქობავას საქმე. თბილისი სოფ. დიღომი, დიდი დიღომი. 26.02.2009).

.ბორჯომში რუსთაველის #16-ში მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების კუთვნილი ნაგებობის სარემონტო სამუშაოები. 26 თებერვალს, ღამით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ორმა პიროვნებამ შეანგრია აღნიშნული შენობის კარი და იქ მყოფ ორ დარაჯს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნახევარი საათის შემდეგ, თავდამსხმელებს სხვა პიროვნებებიც შეუერთდნენ. 27 თებერვალს თავდასხმა განმეორდა. (.სოტირადისა და .ხიდურის საქმე. ბორჯომი 26.02.09).

2009
წლის 17 აპრილს, სენაკში, სამეფო დარბაზის მშენებლობის ადგილზე დაუდგენელმა პირებმა სამშენებლო მასალას ცეცხლი წაუკიდეს. 20 აპრილს, იმავე ადგილას, იეჰოვას მოწმეების კუთვნილ ავტომანქანას ასევე დაუდგენელმა პირებმა ჩაუმსხვრიეს წინა და უკანა საქარე მინები (სენაკის საქმე. სენაკი 21.03.09). 13 მაისს, საგარეჯოში, ,,სამეფო დარბაზისეზოს ჭიშკარს უცნობი პირი ფეხს ურტყამდა, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარეთ გამოსულ იეჰოვას მოწმე . იკოშვილს
და ცდილობდა ძალით შეჭრილიყო აღნიშნულ შენობაში (.იკოშვილის საქმე. საგარეჯო.
13.05.09).

თბილისში ჩუბინაშვილის #26-ში, სადაც ტარდება იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეკრებები, დაახლოებით 18:00-დან 19:00-მდე, როცა ხალხის უმეტესობა ჯერ კიდევ ეზოში იმყოფებოდა, უცნობმა პირებმა შეაგდეს კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუმცა, აფეთქების მიუხედავად, იქ მყოფი ადამიანები არ  დაშავებულან, დაზიანდა კედელი და სხვადასხვა ნივთი (თბილისი. ჩუბინიშვილის საქმე #26 საქმე). 6 ივნისს განმეორდა თავდასხმა თბილისში, გურამიშვილის გამზირის #12-ში, სადაც ტარდება იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეკრებები, რის შედეგადაც დაზიანდა შესასვლელი კარი, ცეცხლი წაუკიდეს ფანჯარას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იქ დროებით მცხოვრებ უცხოელ სტუმრებს. შემთხვევა დაფიქსირებულია შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალით, რომლის ჩანაწერიდანაც შესაძლებელია თავდამსხმელთა იდენტიფიკაცია.

კიდევ ორ შემთხვევაში იეჰოვას მოწმეები ფიზიკურად შეურაცხყვეს მხოლოდ იმის გამო, რომ მდევნელებმა მათში ამ რელიგიური გაერთიანების წევრები ამოიცნეს (.ნაჭყებიას საქმე საგარეჯო. 21.03.09. და .იკოშვილის საქმე. საგარეჯო. 07.05.09). პროტესტანული ეკლესია ,,სიცოცხლის სიტვისრელიგური შეკრებებისათვის განკუთვნილი შენობა, რომელიც თბილისში, ნუცუბიძის III /-ში მდებარეობს, თავდამსხმელებმა ღამით, ექვსჯერ ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღი და მიიმალნენ
(
თბილისი. ნუცუბიძის III /. 13.02.09).

დანარჩენ 7 შემთხვევაში რელიგიურ დევნას, იეოჰოვას მოწმე მოქალაქეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას იმ დროს ჰქონდა ადგილი, როცა ისინი ქუჩაში ან მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებში ახორციელებდნენ თავიანთ სამისიონერო საქმიანობას. ერთ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ფიზიკურ შეურაცხყოფას შეესწრნენ, არაფერი იღონეს ინციდენტის აღმოსაფხვრელად და სამართალდამრღვევების დასაკავებლად. პირიქით, როგორც იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, მათ წინააღმდეგ აქეზებდნენ მდევნელებს (. ნაჭყებიას საქმე. საგარეჯო. 21.03.09). სხვა სამი შემთხვევისას გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ მოქმედებდნენ ოპერატიულად და მათ ვერ მოახერხეს მოძალადეების დაკავება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია კასპის რაიონის სოფ. ახალქალაქის მართლმადიდებელი მღვდლის ირაკლი ხომერიკის დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად პოლიციისა და პროკურატურის რაეფექტური მოქმედება. მღვდელი ირაკლი ხომერიკი კასპის რაიონში 2007 წლიდან დევნის იეჰოვას მოწმეებს. 2008 წელს აღნიშნულ ფაქტზე სსკ- 155- მუხლის პირველი ნაწილით (რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლა) დაწყებული გამოძიება გორის რაიონულმა პროკურატურამ შეწყვიტა, ვინაიდან ვერ დადგინდა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შსს- შიდა ქართლის სამხ. მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველომ სახალხო დამცველს აცნობა, რომ აღნიშნული სასულიერო პირი ხელწერილით იქნა გაფრთხილებული, ,,რათა ,,იეჰოვასმიმდევრებს მომავალში აღარ
მიაყენოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (16. 03.09) #29/7/9/599)”. ამ ხელწერილის შემდეგ მღვდელმა .ხომერიკმა კიდევ ორჯერ განახორციელა იეჰოვას მოწმეების დევნა და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ორ შემთხვევაში იქნენ უფლებადამრღვევები მიცემული პასუხისგებაში, ერთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი 100 ლარით დაჯარიმდნენ და ხელწერილით იქნენ გაფრთხილებულები (.ხადურის საქმე. ბორჯომი 02.02.09), მეორე შემთხვევაში რელიგიურ მოძალადეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს (.სოტირიდისა და .ხადურის საქმე. ბორჯომი. 26. 02.09). ხოლო, კიდევ ერთ შემთხვევაში, მოძალადემ სამართალდამცავებისგან მიიღო გაფრთხილება (. კაციასა და . ფაჩულიას საქმე. ლანჩხუთი. შუხუთი. 16.01.09.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით, როცა რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით აშკარა იყო პროგრესი128, საანგარიშო პერიოდში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. რელიგიის თავისუფლების შელახვასთან დაკავშირებული საქმეების უმრავლესობა სამართალდამცავების მიერ არის შეწყვეტილი ან ძიება მეტისმეტად გაჭიანურებულია.სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მას შემდეგ რაც 2004 წლის მარტში დეკანოზი ბასილ მკალავიშვილი დააკავეს 2005 წლის პირველ ნახევრამდე, სახალხო დამცველის სახელზე არ შემოსულა არცერთი განცხადება, 2005 წლის მეორე ნახევარში განცხადებათა რაოდენობამ 12 შეადგინა, 2006 წლის პირველ ნახევარში შემოსული იყო ასევე 12 განცხადება, 2006 წლის მეორე ნახევარში 8, 2007 წლის პირველ ნახევარში 11, მეორე ნახევარში 13, 2008 წლის პირველ ნახევარში 2, ხოლო მეორე ნახევარში 8. ამ წლებში შემოსული განცხადებების რაოდენობა მიუთითებს, რომ 2005 წლიდან 2008 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით, ხერხდებოდა სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება. 2008-2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს 2005-2007 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ ვნახავთ, რომ სამართალდამცველების (შსს და პროკურატურა) მხრიდან რეაგირების ხარისხმა მკვეთრი რეგრესი განიცადა, რაც შეიძლება რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ერთერთ მიზეზად მივიჩნიოთ (აქტიური ხასიათის სამართალდარღვევებისა და შეუწყნარებლობის ფაქტების გამრავლება). რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ დამნაშევთა დაუსჯელობა სამომავლოდ 128 რელიგიური დევნის, დისკრიმინაციისა და რელიგიური წესის აღრსრულებისთვის ხელის შეშლის გამო 2006-2008 წლებში პასუხისგებაში 17 პირი იყო მიცემული, ამათგან 9 იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. კიდევ უფრო გაზრდის და სახიფათო ტენდენციის სახეს შესძენს რელიგიურ დევნასა და დისკრიმინაციას.




წყარო