Sunday, June 5, 2011

რას წარმოადგენს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”


მმკ – ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და უკვე მრავალი წელია ახორციელებს ექსტრემისტულ საქმიანობას ძალადობრივი ფორმით. მისი ერთ-ერთი ლიდერია დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც, როგორც რელიგიური ექსტრემისტი უკვე მსოფლიოშია ცნობილი და რომელმაც წარმატებით გადაიბარა ბასილ მკალავიშვილის ესტაფეტა. სახალხო დამცველმა საპარლამენტო მოხსენებაში დააფიქსირა მისი დანაშაულებრივი ქმედებები. დეკანოზი დავით ისაკაძე წარსულში ნასამართლევია მანქანის ქურდობისათვის, უკვე მრავალი წელია იგი ოფიციალურად არის დანიშნული ქსნის კოლონიის სულიერ მოძღვრად. სწორედ კოლონიის პატიმრებს შორის ახდენს მამა დავითი “მშობელთა კავშირის” ახალი წევრების რეკრუტირებას. ამიტომაც ახორციელებენ ისინი თავიანთ საქმიანობას “შავი გაგების” მიხედვით. უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს იმ განყოფილებას, რომელიც კურირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა წარსულში ოთხჯერ ნასამართლევი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ხოლო მის შემდეგ ასევე წლების განმავლობაში წარსულში ორჯერ ნასამართლევი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “ვამაყობ, რომ ნაციხარი ვარ!”.
“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” რეალურ ლიდერს წრმოადგენს არქიმანდრიტი ბასილ (ზურაბ) ანთაძე, რომელსაც კიკეთში აქვს ცენტრი. იდეოლოგებს: არქიმანდრიტები რაფაელ კარელინი და ლაზარე აბაშიძე. აგრეთვე ორგანიზაციის წევრები არიან შემდეგი სასულიერო პირები: დავით ქვლივიძე, თეიმურაზ ჩაჩიბაია, გიორგი რაზმაძე, ალექსანდრე ბოლქვაძე, პეტრე ბარამიძე, ირაკლი კალანდაძე, დავით ნოზაძე, დავით ლასურაშვილი, ირაკლი ჭინჭარაშვილი, ზაქარია დავრიშიძე, აბრამ სოლომნიშვილი, ბესარიონ მენაბდე, შიო მენაბდე, ზაქარია მარგალიტაძე, ბასილ იაშაღაშვილი დავით მინდორაშვილი, დავით ბურდილაძე, დიმიტრი გორგიძე, ზაზა კირვალიძე და სხვ. აქტიურად თანამშრომლობს მათთან დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, როგორც დავით ისაკაძის სულიერი შვილი.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრობა არ არის ფიქსირებული. ამიტომ ექსტრემისტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი მოქმედებს სხვა და სხვა სახელით: “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, “წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება”, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიმყენებლი წმინდა ნინოს ტაძრის მრევლი, კინოფილმ “და ვინჩის კოდის” ჩვენებით აღშფოთებული მრევლი, ფერიას მთაზე ეკლესიის დანგრევით აღშფოთებული მრევლი, ფოთში საკათედრო ტაძრისათვის თეატრის შენობის არგადმოცემით აღშფოთებული მრევლი, თბილისის 24-ე სკოლის მოსწავლეების მიერ გამოცემული გაზეთით აღშფოთებული მრევლი, ჰელოუინის მოზეიმე ახალგაზრდების დამრბევი მრევლი, რუსულენოვანი ორმოცდაათიანელების დამრბევი მრევლი, კახეთში საქართველოს კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსისა და კათოლიკე მორწმუნეების დამრბევი მრევლი, მოკვლის მუქარით მღვდელ ლევან მექოშვილის წმ. მარინეს ტაძრიდან გამგდები მრევლი, ახალციხის უნივერსიტეტში საეკლესიო-ისტორიული კონფერენციის დამრბევი მრევლი, მსოფლიოში ცნობილი რელიგიური მოღვაწის კარდინალ ვალტერ კასპერისათვის შეურაცხყოფის მიმყენებლი სასულიერი აკადემია-სემინარიის სტუდენტები, საპატრიარქოში არსებული კორუფციის მიმართ პროტესტის გამომთქმელი სასულიერო სემინარიის სტუდენტის დანით დამჭრელი ამავე სემინარიის სტუდენტები, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მდევნელი ჭეშმარიტი ქართველი მართლმადიდებლები და ა. შ. მათი აქტიურ მომხრეები არიან მღვიმევის დედათა მონასტრის მონაზვნები (ჭიათურის რაიონი), ბათუმისა და ქობულეთის, რუისისა და ურბნისის, შემოქმედის (გურია), წილკნის და სხვა ეპარქიების სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობა (განსაკუთრებით მონასტრები). ფაქტიურად ამ ექსტრემისტული დაჯგუფების რეალურ და პოტენციურ წევრებს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დიდი უმრავლესობა.
დაჯგუფებასთან აქტიურად თანამშრომლობენ ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, ალავერდის მიტროპოლიტი დავით მახარაძე, ეპისკოპოსი იეგუდიელ ტაბატაძე და კულუარულად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი (არქიმანდრიტი ბასილ ანთაძე მისი ძმაა). რადგანაც ეკლესიის წიაღში არსებულ ერთადერთ დამრტყმელ ძალას ეს ექსტრემისტული დაჯგუფება წარმოადგენს, აღნიშნული იერარქები გეგმავენ მის გამოყენებას საპატრიარქო ტახტისაკენ გზის გასაკაფავად. რა საჭიროა ეკლესიაში დამრტყმელი ძალა? რადგან, როგორც უკვე კარგად გამოჩნდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მხოლოდ ჯუნგლების კანონი მოქმედებს.
როგორც ავღნიშნეთ კათოლიკოს-პატრიარქს არასოდეს მოუხდენია რეაგირება ამ დაჯგუფების ექსტრემისტულ საქმიანობაზე. პატრიარქს მხოლოდ ერთი განცხადებით შეუძლია აღკვეთოს მათი ექსტრემიზმი, მაგრამ ამას არ აკეთებს. მასაც სჭირდება დამრტყმელი ძალა ეკლესიაში და არ სჭირდება ისეთი მღვდელი, რომელმაც ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში მიიღო განათლება?
საეკლესიო სამართლის მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიაში ღვთისმსახურების, სწავლების და მმართველობის ხელისუფლებას ფლობს მხოლოდ ეპისკოპოსი. ის ახდენს ამ ხელისუფლების დელეგირებას მღვდლებისათვის, ე.ი. მღვდლების მიერ განხორციელებული მოქმედებების კანონიკური აღმასრულებელი არის მღვდელმთავარი. ეს ნიშნავს, რომ დეკანოზი დავით ისაკაძე და “შავი გაგების” ახალგაზრდები კი არ ემუქრებიან, არბევენ და სცემენ ადამიანებს, არამედ პირადად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია II.



No comments:

Post a Comment