Tuesday, May 31, 2011

ისლამი და რელიგიური ექსტრემიზმი


ისლამი არის რელიგია, რომელიც პირდაპირ აცხადებს: ‘ლა იქრა ჰაფიდ დინნი’ – არავითარი იძულება სარწმუნოებაში.  ექსტრემიზმი და აგრესია ბევრ იდეოლოგიას თუ მსოფლმხედველობას ახასიათებს და, ამ მხრივ, ისლამის ზოგიერთი ინტერპრეტაციაც არ არის გამონაკლისი.   ძალზე სამწუხაროა, რომ მთელი მსოფლიოს მედია საშუალებებით მიმდინარეობს მცდელობა იმაზე, რომ ისლამი გაიგივებულ იქნეს ტერორიზმთან, რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ დღეს 21- საუკუნეში მცხოვრები საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს ისლამს და მის იდეებსროცა შეხება გვაქვს ისეთ თემასთან, რომელსაც რელიგია ჰქვია და ეს რელიგია მოგვიწოდებს ერთადერთი უზენაესი ღმერთის  მორჩილებისაკენ, როგორ შეიძლება ღმერთის ერთობის მაღიარებელმა რჯულის მიმდევარმა ხელჰყოს ამავე ღმერთის მიერ გაჩენილი სულიერი სიცოცხლე? რომელი რელიგიაც არ უნდა იყოს (ვგულისხმობ ღვთიურ რელიგიებს) ყველას ერთმანეთთან აკავშირებს ერთი საერთო რამ, ეს არის რწმენა ერთი ღმერთისა და საიქიოს ცხოვრებისა, სადაც ყველას მოეკითხება თავისი ნამოქმედარის შესახებაქედან გამომდინარე, ვერცერთი რელიგიის მიმდევარი, თუ ის ნამდვილად მორწმუნეა ვერ ჩაიდენს ისეთ საშინელ დანაშაულს, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ჰქვია. რელიგიები ტერორს არ ქადაგებენ, მაგრამ თვით პიროვნებები რელიგიას ამოფარებულნი ტერორს განახორციელებენამა თუ იმ რჯულის მიმდევარი შეიძლება იყოს ტერორისტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ ეს რელიგია ქადაგებს ტერორიზმსდასანანია რომ ტერორიზმის თემასთან დაკავშირებით  დღევანდელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვედრილია ისლამი. მე როგორც ქართველი მუსლიმების სულიერი წინამძღვარი, ამ თემასთან დაკავშირებით  თავს ვალდებულად ვთვლი, კიდევ ერთხელ გავაცნა ჩვენს საზოგადოებას ისლამის უარყოფითი დამოკიდებულება ტერორიზმთან დაკავშირებით
ისლამის მთავარი დედა წყარო ღვთიური სიტყვა წმინდა ყურანია. სწორედ ყურანში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ადამიანი გააჩინა ყველაზე ძვირფას არსებად. მას დაუმორჩილა და მსახურებაში მისცა ყველაფერი, სულიერი და უსულო. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს უდიდეს ღირსებას ანიჭებს, აფასებს და  უყვარს იგი. აქედან გამომდინარე, წმინდა ყურანი კრძალავს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. წმინდა ყურანში ვკითხულობთვინც ერთ სულსმოკლავს არა სულის სანაცვლოდ და არც შფოთის აღმოფხვრის მიზნით, თითქოსდა მასმოუკლავს მთელი კაცობრიობა“.სურა მაიდე, აიათი 32როგორც ვხედავთ ყურანის მიხედვით ერთი პიროვნების მოკვლა მთელი კაცობრიობის მოკვლის ტოლფასად ფასდება. მაშ დავფიქრდეთ, განა შეიძლება მორწმუნე ვუწოდოთ იმ პიროვნებას, რომელიც ყურანის სახელით სჩადის ამ უმძიმეს დანაშაულს? პირიქით, მან უარჰყო წმინდა ყურანის მოწოდება, რის გამოც იგი ისლამური დოგმატიკის თანახმად ურწმუნოდ არის შერაცხული და მეტიც, ისლამი კრძალავს ასეთი ადამიანის გარდაცვალებისას მის გაპატიოსნებას და მისდამი ლოცვების აღვლენას. წმიდა ყურანის თანახმად, ამ ადამიანს საიქიოში ელის სამუდამო ჯოჯოხეთიაიათი გვეუბნება ვინცერთ მორწმუნეს განხრახ მოკლავს, მისი სამაგიერო სასჯელი ჯოჯოხეთია, სადაც იგისამუდამოდ დარჩება. ალლაჰი განურისხდა, დასწყევლა იგი და მწარე მტანჯველიწამება მოუმზადა მას“. სურა ჰიჯრი, აიათი 29. აშკარად ჩანს, რომ წმინდა ყურანი ალლაჰის სიტყვებით წყევლის ისეთ ადამიანს, რომელიც ერთ მორწმუნეს განზრახ მოკლავს. მაშ რა ბედი ელის საიქიოში ეგრეთ წოდებულ კამიკაძეს, რომელმაც ჯერ თავისი სიცოცხლე ხელჰყო და ასევე სიცოცხლეს გამოასალმა ათობით თუ ასობით უდანაშაულო მორწმუნე ადამიანი. თუ ეს ხალხი ებრძვის ურწმუნოებს და ამით სურთ, რომ შეასრულონ თავიანთი მისია ისლამში, წმინდა ყურანი ასეთ საქციელსაც გმობს. აიათში ვკითხულობთ(მუჰამმედ) უთხარი მათ ვინც ირწმუნეს,რომ მიუტევონ იმათ ვისაც არ ჰგონია, რომ ისინი ალლაჰის წინაშე წარსდგებიანიმისათვის, რომ მიუზღოს იმ ხალხს თავიანთი ნამოქმედარის სამაგიერო“.სურა ჯასიე,აიათი 14-15. ამ აიათშიც ნათლად ჩანს, რომ ისლამი მოგვიწოდებს მიმტევებლობას, შემწყნარებლობას და პატიებას არამუსლიმების მიმართ. ასევე ისლამი მოითხოვს თავისი მიმდევრებისაგან ყველას მიმართ პატივისცემას განურჩევლად მათი ეროვნების და აღმსარებლობისა. ისლამი ყველა ადამიანს აცხაცდებს სისხლით ძმად და ეს ნათლად არის ასახული შემდგომ აიათშიადამინაებო! უეჭველად ჩვენ გაგაჩინეთ ერთი მამრისა დაერთი მდედრისაგან (წმინდა ადამისა და წმინდა ევასაგან) შემდგომ  დაგყავით ერებადდა ტომებად, რათა ერთმანეთი გეცნოთ. ალლაჰის წინაშე თქვენგან ყველაზე უკეთესიაის ვინც უფრო ღვთისმოშიშია, უეჭველად ალლაჰი ყოვლისშემძლეა“. სურა ჰუჯურათი, აიათი 13.
  
ისლამის მიმდევარისათვის საკმარისია ის რომ სრულად გაითავისოს ეს აიათი და ნახავს, რომ მას დაეუფლება პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობა ყველას მიმართ. იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანი წმინდა ადამისა და ევას შვილები ვართ

წმინდა ყურანი არამხოლოდ კრძალავს სხვის მიმართ ცუდად მოპყრობას, არამედ ავალდებულებს თავის მიმდევრებს იზრუნონ საზოგადოების კეთილდღეობისათვის, აღმოფხვრან არსებული ცუდი და მოუწოდონ ხალხს სიკეთის ქმედებისაკენამის შესახებ წმინდა აიათში ნათქვამია თქვენ ხართ საუკეთესო მიმდევარნი ხალხისთვის რჩეულნი, სიკეთესბრძანებთ, ცუდისაგან განარიდებთ და გწამთ ერთი ალლაჰი“.  სურა ალი იმრანი აიათი 110. 

მორწმუნე მუსლიმი, რაც არ უნდა ისეთ ცუდ გარემოში ცხოვრობდეს, სადაც მის მიმართ ყოველმხრივ მომართულია ცუდი ქმედებები, ასეთ დროს მას ყურანი მოუწოდებს მისდა მი მომართული ყოველი ცუდის სიკეთით მოგერიებას და არ რთავ ნებას მიიღოს რადიკალური ზომები. წმინდა აიათში ვკითხულობთ სიკეთე და ბოროტება არ შეიძლება ერთიდაიგივეიყოს. ბოროტება შენ სიკეთით მოიშორე და იხილავ  შემდგომში ამ ბოროტმოქმედსსაუკეთესო მეგობრად. სინამდვილეში  კი ერთმანეთისადმი მტრული განწყობაგქონდათ. სურა ფუსსილათი, აიათი 34. 

ხშირად გვესმის რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან ტერორიზმის ორგანიზატორები თუ შემსრულებლები, თავს ასაღებენ მუჯაჰიდებად და თვლიან, რომ მათ შეასრულეს წმინდა რელიგიური მისია ჯიჰადი. დიახ, ისლამში არის ჯიჰადი და ამას არცერთი მუსლიმი არ უარჰყოფს, მაგრამ საჭიროა ამ ტერმინის კარგად გაანალიზება. თუ რას ნიშნავს ჯიჰადი და რა მეთოდებით ხორციელდება იგი. ჯიჰადი ნიშნავს რჯულის გზაზე სულიერ, ფიზიკურ და მატერიალურ ღვაწობას. აქედან გამომდინარე არ გვაქვს უფლება, რომ მაინცდამაინც ჯიჰადი გავაიგივოთ ხელჩართულ ბრძოლასთან. ასევე ისლამი ნებას არ რთავს ჯიჰადის საბრძოლო ფორმით ინდივიდუალურ გამოცხადებას ანუ, არა აქვს უფლება არც პიროვნებას, არც რომელიმე დაჯგუფებას, რომ თავისი სურვილისამებრ გამოაცხადოს ჯიჰადი. ჯიჰადს ბრძოლის სახით აცხადებს სახელმწიფო მაშინ, როცა საფრთხე ემუქრება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აღმსარებლობის ხელშეუხებლობას. ამის შესახებ წმინდა აიათი ნათლად გვეუბნება ალლაჰი არგიკრძალავს თქვენ მათ მიმართ კეთილად და სამართლიანად მოპყრობას, რომელნიც არგეომებიან თქვენ რჯულის გამო და არც გაძევებენ თქვენივე საცხოვრისიდან. ალლაჰიგიკრძალავს იმ ხალხთან მეგობრობას, რომელნიც გეომებიან რჯულის გამო დაგაძევებენ თქვენივე სამშობლოდან. ვინც ასეთ ხალხს დაუმეგობრდებიან თავად არიანცოდვილნი“. სურა მუმთეჰინე, აიათი 8-9.  ამ აიათიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია სრული ტერორი ვუწოდოთ იმ ქმედებას, რომელსაც სხვისი ქვეყნის ოკუპირება ჰქვია. რის შედეგადაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი  იხოცება, უსახლკაროდ რჩება და იძულებული ხდება მიატოვოს თავისი სახლ-კარი

ძალზედ დასანანია ისეთი ანტი ისლამური პროკლამაციების მოსმენა, რომლებიც ქადაგებენ რომ თითქოსდა ისლამის მთავარ იდეას მოიცავს  დაუნდობელი სისხლისმღვრელი ბრძოლა. გავიხსენოთ ჯერ კიდევ ისლამის დასაწყისში წმინდა მუჰამმედ შუამავლის დროინდელი საბრძოლო მეთოდიკა. მისი ბრძოლები ყოველთვის იყო თავდაცვითი ხასიათის და ამ ბრძოლებშიც კი იგი მოუწოდებდა მებრძოლებს არ დაეხოცათ ბავშვები, ქალები, მოხუცები და არ გაენადგურებინათ სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ხალხთა სამლოცველოებიდღეს კი ჩვენ ამის საპირისპირო ქმედებების მოწმენი ვხდებით. პირადი ინტერესების გამო იხოცებიან ქალები, ბავშვები, უდანაშაულო ადამიანები.
 
და ბოლოს, მინდა აღვნიშნო რომ ისლამი და ტერორიზმი ესაა ორი სრულიად საპირისპირო მცნება. ისლამი მშვიდობაა, ისლამი წყალია, ტერორიზმი კი ცეცხლი. ცეცხლი და წყალი ერთად ვერ იარსებებს.


ჯიჰადი
ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა და სწრაფვასა და ძალისხმევას ნიშნავს. იგი კლასიკურ ტექსტებში მეტწილად ბრძოლისა და ომის მნიშვნელობით გამოიყენება. ხშირად იმოწმებან ფრაზას ყურანიდანღვთის გზაზე ბრძოლა“, რასაც მრავალი ინტერპრეტაცია მოეძებნა ზნეობრივი სწრაფვიდან დაწყებული შეიარაღებული ბრძოლით დამთავრებული. კონტექსტიდან რთული მისახვედრი არ არის, თუ რომელი მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა ამა თუ იმ შემთხვევაში. ყურანის ადრეულ თავებში, რომელიც მექას პერიოდით თარიღდება, როდესაც მოციქული ჯერ კიდევ უმცირესობას ედგა სათავეში და გაბატონებული წარმართი ოლიგარქების წინააღმდეგ იბრძოდა, სიტყვა ჯიჰადი ზნეობრივი ბრძოლის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. მოგვიანებით, როდესაც მოციქული მედინაში სახელმწიფო მმართველი გახდა, ამ სიტყვამ პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძინა. ხშირ შემთხვევაში მას ცალსახად სამხედრო დატვირთვა გააჩნდა. ამას ადასტურებს ყურანის IV თავი, გვ.95: „მორწმუნენი, რომელნიც სახლებში სხედან, გარდა შეუძლოდმყოფებისა, არ არიან თანასწორნი მათი, ვინც ღვთის გზაზე იბრძვის. უფალი მებრძოლებს უფრო მაღალ საფეხურზე ათავსებს, ვიდრე მათ, ვინც შინ დარჩენას ამჯობინებს. ღმერთი ყველა მორწმუნეს აჯილდოვებს, მაგრამ იგი განსაკუთრებით მებრძოლებს გამოყოფს“. მუსლიმური სამართლის მიხედვით ომის წარმოება 4 ტიპის მტრის წინააღმდეგ არის გამართლებული: ურწმუნონი, განდგომილნი, ამბოხებულნი და ყაჩაღები. მართალია, ოთხივე ტიპის ბროძოლა ლეგიტიმურია, მხოლოდ პირველი 2 ითვლება ჯიჰადად. ამრიგად, ჯიჰადი რელიგიური ვალდებულებაა. წმინდა ომის ფენომენის განხილვისას, მუსლიმი სამართალმცოდნენი შემტევ და თავდაცვით ჯიჰადს განასხვავებენ. იერიშის დროს ჯიჰადი ზოგადად მუსლიმური საზოგადოების მოვალეობაა და იგი მოხალისეთა და პროფესიონალთა მიერ იწარმოება. თავდაცვით ომში ეს თითოეული მუსლიმის მოვალეობა ხდება. ბინ ლადენმა სწორედ ეს პრინციპი წამოწია წინ თავის საომარ დეკლარაციაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ისლმის ისტორიის 14 საუკუნის მანძილზე ჯიჰადში ყველაზე ხშირად შეიარაღებული ბრძოლა მოიაზრებოდა მუსლიმური გავლენის გასავრცელებლად და დასაცავად. მუსლიმური ტრადიციის მიხედვით მსოფლიო 2 ნაწილად იყოფა: ისლამის სახლი (დარ ალ-ისლამი), სადაც მუსლიმური მმართველობაა და ომის სახლი (დარ ალ-ჰარბი) - დანარჩენი მსოფლიო, სადაც ურწმუნონი სახლობენ. ჯიჰადი უნდა გაგრძელდეს მანამ, სნამ მთელი მსოფლიო ან ისლამურ რჯულზე არ მოექცევა, ან მუსლიმურ სამართალს არ დაემორჩილება. ის, ვინც ჯიჰადს აწარმოებს დაჯილდოვებულ იქნება ორივე ცხოვრებაში. მას ექნება ქონება მიწიერ ცხოვრებაში და სამოთხე შემდგომში. ზოგჯერ ჯიჰადს ჯვაროსნული ბრძოლის მუსლიმურ სინონიმად მოიაზრებენ და ეს ორი ფენომენი მეტნაკლებად ერთნაირად აღიქმება. გარკვეული თვალსაზრისით ეს ასეც არის. ორივე მათგანი წმინდა ომს ნიშნავს, რომელიც ჭეშმარიტი რწმენის დასამკვიდრებლად და ურწმუნო მტრის დასამარცხებლად იწარმოება. მაგრამ არსებობს სხვაობაც. ჯვაროსნული მოძრაობა ქრისტიანული ისტორიის გვიანი მოვლენაა და ძირითადი ქრისტიანული ღირებულებებისაგან რადიკალურ განშტოებას წარმოადგენს. ქრისტიანობა თავდასხმის ობიექტია მეშვიდე საუკუნიდან, რის შედეგადაც მისი დიდი ტერიტორიები მუსლიმთა მმართველობის ქვეშ მოექცა. წმინდა ომის, უფრო ხშირად კი სამართლიანი ომის კონცეფცია ანტიკური პერიოდიდან არის ცნიბილი. და მაინც, ისლამსა და ქრისტიანობას შორის არსებულ ხანგრძლივ ბრძოლაში ჯვაროსნული მოძრაობა გვიანი, შეზღუდული და შედარებით მოკლევადიანი აღმოჩნდა. ჯიჰადი ისლამურ ისტორიას პირველსაწყისიდან მოსდევს და იგი წმინდა წერილებში, წინასწარმეტყველის ცხოვრებასა და მისი თანამოაზრეებისა და შთამომავლების ქმედებებში მუდმივად დომინირებს. იგი ისლამის მთელს ისტორიას გასდევს და თანამედროვე ეპოქასაც ახასიათებს. სიტყვა ჯვაროსანი ჯვრიდან მომდინარეობს და ქრისტიანობის დასაცავად და დასამკვიდრებლად წმინდა ომს აღნიშნავს. თუმცა, მან ეს მნიშვნელობა დიდი ხნის წინ დაკარგა და ამჟამად ზოგადი მნიშვნელობით გამოიყენება ზნეობრივად გამართლებული კამპანიის წარმოების აღსანიშნავად. შეიძლება ჯვაროსნული ბრზოლა გამართო გარემოს, ან ქალთა უფლებების დასაცავად, უკეთესი სოციალური მომსახურების მოთხოვნის მიზნით და სხვა მრავალი მიზეზით. ერთადერთი მნიშვნელობა, რომლითაც ეს სიტყვა აღარ იხმარება - რელიგიური ომია. ჯიჰადიც გამოიყენება მრავალი მნიშვნელობით, მაგრამ, ჯვაროსნული ომისაგან განსხვავებით, პირველსაწყისი, მთავარი მნიშვნელობა ამ სიტყვამ შეინარჩუნა. ის, ვინც ჯიჰადის დროს იღუპება წამებულად იწოდება (არაბულ და სხვა მუსლიმურ ენებზე შაჰიდად). ინგლისური სიტყვა წამებული (martyr) ბერძნულიდან მოდის დამოწმესნიშნავს. იუდო-ქრისტიანულად იგი აღნიშნავს ადამიანს, რომელიც უმალ ეწამება და მოკვდება, ვიდრე საკუთარ რწმენას უღალატებს. მისი წამება, შესაბამისად გამოცდა და მოწმობაა მისი რწმენისა და მზადყოფნისა თავი გაწიროს ამ უკანასკნელისათვის. არაბული ტერმინიშაჰიდიასევე მოწმეს ნიშნავს და ჩვეულებრივ ითარგმნება, როგორცწამებული“, თუმცა, მას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ისლამურ ხმარებაში ტერმინიწამებულიჯიჰადის დროს დაღუპულს ნიშნავს, რომლის ჯილდოც მარადიული კურთხევაა. თვითმკვლელობა ზნეობრივი ცოდვაა და მარადიული ტანჯვით ისჯება. სამართალმცოდნენი ამ ორ ფენომენს ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავენ. პირველი ზეციური ცხოვრებისაკენ მიმავალი გზაა, ხოლო მეორე ჯოჯოხეთისაკენ. რადგანაც წმინდა ომი მორწმუნის ვალდებულებაა, იგი შარიათის მიერ რეგულირდება. ჯიჰადის მებრძოლებმა არ უნდა დახოცონ ქალები, ბავშვები და მოხუცები, თუ ეს უკანასკნელნი პირველი არ ესხმიან მათ თავს; არ უნდა აწამონ ტყვეები; ბრძოლის განახლების შესახებ წინასწარ უნდა გააფრთხილონ მტერი და პატივი უნდა სცენ შეთანხმებებს. თეოლოგები მსჯელობენ საბრძოლო სამართლის შესახებაც და განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის იარაღის ტიპი, რომლის გამოყენებაც ნებადართულია და იარაღი, რომელიც იკრძალება. ამ შემთხვევაში ქიმიური იარაღი, მოწამლული ისრები, მტრისათვის სასმელი წყლის მარაგის მოწამვლა და . იგულისხმება. ამ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგიერთი სამართალმცოდნე გმობს, ზოგი კი მიესალმება ამ იარაღის გამოყენებას. ტერორიზმსა და მკვლელობას ისლამი არ ამართლებს. ისლამი არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს უდანაშაულო ადამიანების შემთხვევით სისხლისღვრას. იმისათვის, რომ ჯიჰადი ვალიდური იყოს, იგიღვთის გზაზე უნდაიწარმოებოდეს და არა მატერიალური მოგების მიღების მიზნით. თუმცა, ხშირად ჯიჰადის სახელის შებღალვა მისი უღირსი მიზნებით გამოყენების გამო ხდება. წმინდა სამართალი არაკომბატანტების მიმართ ნორმალურ მოპყრობას ქადაგებს, თუმცა აღიარებს გამარჯვებულის უფლებას როგორც მათ ქონებაზე, ასევე თავად პიროვნებებსა და ოჯახზეც. უძველესი ჩვეულების თანახმად, ომში დამარცხებული მტერი მონად იქცეოდა ოჯახთან ერთად. იგი შეიძლება გაეყიდათ, ან მფლობელებს დაეტოვებინათ შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით. ისლამმა ეს წესიც შეცვალა და ადამიანთა დამონების უფლება მხოლოდ ჯიჰადის დროს სცნო კანონიერად. ომის ყველა სხვა დანარჩენი ფორმა ამგვარ უფლებას მოკლებულია
წყარო